ბოლო განახლება: 18 ნოემბერი 2020
Marriott Group გაფასებთ როგორც ჩვენ სტუმარს და აცნობიერებს, რომ თქვენთვის კონფიდენციალობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორც ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა მონაცემებს (ერთობლივად, „მონაცემები“).
Marriott- ში ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია და არჩევანი. ქვემოთ მოცემული ოფციები საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი პრიორიტეტები: რას და რა რაოდენობით გვიზიარებთ ჩვენ და როდის და როგორ იგებთ ჩვენგან.
Geöffnet
ჩვენ გვსურს, გავიგოთ რა არის თქვენთვის შესაფერისი და უზრუნველვჰყოთ, რომ გქონდეთ ინდივიდუალური გამოცდილება. როგორც ზემოთ, ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში დეტალურად არის აღწერილი, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ვებგვერდებზე ციფრულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მზა ჩანაწერები და ტეგებს. მზა ჩანაწერები ასევე გვეხმარება მოგაწოდოთ, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები. თქვენი პრიორიტეტების დასარეგულირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს მონიტორინგის პარამეტრების გვერდს .
Geöffnet
გვსურს ჩვენი დაკავშირების სიხშირე და შინაარსი იყოს თქვენთვის გამოსადეგი და საჭირო. თქვენი პარამეტრების ანსაზღვრისათვის, გთხოვთ, შედით თქვენს ლოიალურობის ანგარიშის პროფილზე და აირჩიეთ კომუნიკაციის პარამეტრები.
გამოწერის გასაუქმებლად გამოიყენეთ ჩვენს შორის წარმოებული ნებისმიერი კომუნიკაციის ბოლოს მითითებული ბმული. შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ იტყვით ჩვენი მხრიდან კომუნიკაციაზე უარს, ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით ტრანზაქციურ შეტყობინებებს თქვენს ჯავშნებზე ან დარჩენასთან დაკავშირებით, ჩამოსვლამდელი შეტყობინებების, დასტურის და სტუმართა კმაყოფილების კვლევებს.
Geöffnet
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პირად მონაცემებზე, რომლებიც ჩვენ მოგვაწოდეთ, გსურთ მოითხოვოთ წვდომა, მათი შეცვლა, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან მათი დამუშავების გასაჩივრება, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (იმდენად, რამდენადაც ეს უფლება არის კანონით თქვენთვის მინიჭებული), გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები ჩვენ პროცესთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ privacy@marriott.com -ზე, ან ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
Marriott International, Inc.
Global Compliance, Privacy
10400 Fernwood Road
Bethesda, MD 20817
ამერიკის შეერთებული შტატები
EEA საკონტაქტო ინფორმაცია:
Marriott Hotels Limited
Global Compliance
Barnard’s Inn
86 Fetter Lane
London EC4A 1EN
გაერთიანებული სამეფო
თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ნდობის ანგარიშის ნომერთან, რომელსაც აიდენტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და შესაძლოა ჩვენ დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება, სანამ თქვენი მოთხოვნა შესრულდება. იმ შემთხვევაში თუ ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ შესაბამისი გადასახადი, რომ დავფაროთ ხარჯები თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ.
Marriott ითვალისწინებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობას და ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის დაცვით.
წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკას იმ მონაცემების მიმართ, რომლებსაც ვაგროვებთ:
ერთობლივად, ჩვენ ვგულისხმობთ ვებგვერდებს, აპებს, და საკუთრებების სტუმრობა და ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციებთან ერთად “მომსახურებებს”. წინამდებარე სერვისების გამოყენებით, თქვენ თანხმდებით აღნიშნული კონფიდენციალობის შესახებ განცხადების წესებსა და პირობებზე.
თქვენი სტუმრობის განმავლობაში, შეხების წერტილებში ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს კანონის შესაბამისად, რათა უკეთესად მოგემსახუროთ: პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება, როგორც ინდივიდის ან გიკავშირდებოდეთ თქვენ, როგორც იდენფიცირებად ინდივიდს:
შედარებით შეზღუდულ გარემოებებში, ჩვენ შესაძლოა ასევე შევაგროვოთ შემდეგი:
ჩვენ ასევე შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ვიყენებთ, რათა თქვენი მიმდინარე და მომავალი ვიზიტები და გამოცდილება გავხადოთ უფრო სასიამოვნო, მათ შორის, ინფორმაცია თქვენი ინტერესების და თქვენთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიგებთ თქვენი ვიზიტის დროს. ეს აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს თქვენ მიერ ჩვენი სერვისების მოწონებას ან არ მოწონებას, რომელსაც ჩვენ შეგვატყობინებთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება და თქვენი კვებასთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ, რათა უზრუნველვყოთ თქვენი კეთილდღეობა. აგრეთვე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი „პერსონალური უპირატესობების” შესახებ, რაც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებულ იუბილეებს (როგორიცაა დაბადების დღე ან ქორწინების წლისთავი), როგორი ტიპის აქტივობაში გირჩევნიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენთან დარჩენისას და ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ. პერსონალური უპირატესობები აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან მოგზაურობთ ხოლმე, მათთან თქვენი კავშირი და ინფორმაცია თქვენი ოჯახური სტატუსის შესახებ.
თუ თქვენ წარადგენთ პერსონალურ მონაცემებს სხვა პირთა შესახებ ჩვენთან ან ჩვენი მომსახურებების პროვაიდერებთან (მაგ., თუ გააკეთებთ ჯავშანს სხვა პირისთვის), თქვენ ამით აცხადებთ, რომ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და ნებას გვაძლევთ გამოვიყენოთ წარდგენილი მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების შესაბამისად.
წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკებს პერსონალური და სხვა მონაცემების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ შემდეგის საშუალებით:
მიზანი | მიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერა | სამართლებრივი საფუძვლები |
---|---|---|
დაჯავშნა და სტუმრების რეგისტრაცია | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროს აპარტამენტების და დაკავშირებული მომსახურებების ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მიღებამდე კომუნიკაციებში ჩართულობა (ლოგისტიკა, ცვლილებები, უპირატესობების მინიჭება, ა.შ.); და გადახდების და დეპოზიტური უზრუნველყოფის დამუშავება. | ფიზიკური პირისათვის კონტრაქტის შესრულება სტუმრის მიერ ოთახის დაჯავშნით ლეგიტიმური ინტერესები ოთახის დამკვეთი ფიზიკური პირისათვის, მაგალითად, მისი რჩეული უპირატესობების გათვალისწინება, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებიც თან ახლავს მთავარ სტუმარს (მაგ. მეუღლე, ბავშვები, მეგობრები) სამართლებრივი ვალდებულები, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოება. |
ადგილზე მიღება და ვიზიტის მომსახურებები | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროში შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ხელშეწყობა; გადახდების დამუშავება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების და კონსულტაციის გაწევა ადგილზე მდებარე სერვისების შესახებ (წარსულში არსებულ მოხმარებაზე ან გამოხატულ უპირატესობებზე დაყრდნობით); კონსიერჟით უზრუნველყოფა; ბარგის შენახვა, და საპარკინგე მომსახურებები; სტუმრების სახელით მესამე მხარეების პროვაიდერებთან შეთანხმებების წარმოება (როგორიცაა ტურების და სხვა საექსკურსიო სანახაობების კოორდინირება, ტაქსით უზრუნველყოფა, შატლის და პირადი მძღოლის მომსახურებები; რესტორნებში და ღონისძიებებზე ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა); WiFi-ის, ტელევიზიის და სხვა საკომუნიკაციო მომსახურებების (მათ შორის ბიზნეს ცენტრის საშუალებები, როგორიცაა ფაქსი და ფოტოკოპირების მომსახურებები) და გასართობი სისტემების (როგორიცაა PlayStation-ები და მუსიკალური ფლეერები) უზრუნველყოფა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა; ოთახში საკვების უზრუნველყოფის ხელშეწყობა (მათ შორის სტუმრის მიერ ნახსენები ნებისმიერი კვებითი უპირატესობების და შეზღუდვების გათვალისწინება); ოთახში მომსახურების გაწევა (მათ შორის სპეციალური ბალიშის, გადასაფარებლის ან ნებისმიერი სხვა საშუალებების გათვალისწინება, რომელსაც გამოხატავს სტუმარი) და მშრალი წმენდის მომსახურებები; კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა; და ასაკთან დაკავშირებული შეზღუდული პროდუქტების და მომსახურებების დადგენა (როგორიცაა ალკოჰოლი ან ოთახში ზრდასრულთათვის განკუთვნილი გართობა). | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის სტუმრის მიერ მინიჭებული უპირატესობების გათვალისწინება (მაგ. ლიფტთან ახლოს მდებარე ოთახი ან ზედა სართული) თანხმობა, როგორიც არის ინფორმაციის შეგროვება კვებითი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ირჩევს სტუმარი წარსადგენად სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნომრების შეგროვება კანონის მოთხოვნისამებრ |
კონფერენციები და ღონისძიებები | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: კლიენტებთან კომუნიკაცია კონფერენციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმარების თაობაზე („ღონისძიებები“); ღონისძიებების დაჯავშნის და შეკვეთების ხელშეწყობა; ღონისძიებების წინა მოსამზადებელ საქმიანობაში ჩართულობა (ლოგისტიკა, საცხოვრებელი, ცვლილებები და აშ.); ღონისძიებებისთვის მომზადება და კოორდინირება კლიენტის მითითების, მოლოდინების და რჩეული უპირატესობების შესაბამისად; კვების ორგანიზების ხელშეწყობა; ანგარიშის შესახებ კომუნიკაცია და კლიენტების მიერ დავალიანებების გამოთხოვება; გადასახადების და დეპოზირუტი უზრუნველყოფის დამუშავება; საკრედიტო ინფორმაციის შემოწმების წარმოება; კლიენტთა მოთხოვნების, კითხვების და საჩივრების მართვა; და ღონისძიების მონაწილეებთან კომუნიკაცია. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა საჩივრებზე ან ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება |
Marriott-ის ოპერაციები და ზოგადი ბიზნესი | მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლებზე ზრუნვის მომსახურებების ადმინისტრირება ჩვენს ნებისმიერ სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების, კომენტარების და საჩივრების მართვისთვის და ხელშეწყობისთვის (როგორც პირისპირი კომუნიკაცია, სატელეფონო საუბრის, ელ. ფოსტის, ან სოციალური ქსელის საშუალებით); უსაფრთხოების მართვა და თაღლითობის პრევენცია; ონლაინ მომსახურებების ადმინისტრირება (მათ შორის ხარვეზების გამოსწორება, მონაცემთა ანალიზი, ტესტირება, სისტემის მოვლა, მხარდაჭერა, რეპორტინგი, და მონაცემთა ჰოსტინგი); სერვისების გამოყენების მონიტორინგი, მათი ანალიზი და მონაცემთა ანალიტიკის გამოყენება მომსახურებების, მარკეტინგის, პროგრამების, კლიენტთა ზოგადი გამოცდილების, უკუკავშირის შეგროვების გასაუმჯობესებლად, პოტენციურად ახალი სერვისებისთვის საპილოტე პროგრამების წარმოება, და როგორც ახალი მომსახურების შემუშავება და ასევე არსებულის გაუმჯობესაბა; და ჩვენი ბიზნესის გაერთიანების, შესწყიდვების და სხვა რეორგანიზაციული და რესტრუქტურიზაციის (მათ შორის სამომავლო გარიგებები) პროცესების ხელშეწყობა. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ონლაინ სერვისების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა ინდივიდებმა შეძლონ ჯავშვნების გაკეთება და ერთგულების ანაგარიშების მართვა ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა საჩივრებზე და საკითხებზე პასუხის გაცემა თანხმობა, მაგალითად მარკეტინგული პროგრამებისთვის ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება |
რეაგირება გადაუდებელ შემთხვევებზე და ინციდენტებზე | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ადგილზე მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილზე უბედური, და სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი შემთხვევებზე (მათ შორის, სახლში ექიმის ვიზიტის მომსახურებების ხელშეწყობა) რეაგირება, მათი მართვა და დოკუმენტირება; აქტიურად საკუთრებების მონიტორინგი ინციდენტების სათანადო პრევენციისთვის, რეაგირებისთვის და დოკუმენტირებისთვის (მათ შორის CCTV); გადაუდებელი მომსახურებებისგან დახმარების მოთხოვნა; ინციდენტების და გადაუდებელი შემთხვევების დროს შეტყობინებების და გაფრთხილებების გაგზავნა (SMS, ელ. ფოსტის, ზარის, აუდიო-ვიდეო მოწყობილობის საშუალებით, ა.შ.). | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადგილზე მყოფი უსაფრთხოების პერსონალთან ინტერაქციის საშუალებით კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთრების CCTV-ით მონიტორინგის საშუალებით სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ადგილზე მომხდარი შემთხვევების დოკუმენტირება ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ავადმყოფი სტუმრისთვის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება |
სამართალი და შესაბამისობა | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მოქმედ კანონებთან შესაბამისობა; სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა; საჯარო და სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე რეაგირება; სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება; ჩვენი წესებისა და პირობების დაცვის უზრუნველყოფა; ჩვენი ოპერაციების დაცვა; Marriott Group-ის, სტუმრების, ვიზიტორების და სხვა შესაბამისი ინდივიდების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა; და საშუალების ქონა, რათა გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალებები და შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განიცადოს Marriott-მა. | სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის წესებისა და პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფა სავაჭრო ნიშნების დასაცავად ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება დარღვევების ან სტუმრებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს |
სპა, სილამაზის, გოლფის და ფიტნეს სერვისები | მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მომსახურებაზე უფლების ქონის დადგენა; შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობასთან სხვა დაკავშირებული სხვა შეზღუდვების გათვალისწინება და შესაბამისი და უსაფრთხო ღონისძიებების, მომსახურებების, და მკურნალობის შეთავაზება, თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; მოთხოვნილი პროფესიონალური მომსახურებების გაწევის შეთანხმება სპეციალური მკურნალობებისთვის და მომსახურებებისთვის; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება თანხმობა, როგორიც არის მასაჟის მომსახურების მოწოდებისას ინფორმაციის შეგროვება ზურგთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის პერსონალიზირებული მომსახურებების უზრუნველყოფა (მაგ., წარსულ აქტივობებზე დაყრდნობით გოლფის თამაშის შესაძლებლობების შეთავაზება) ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მაგ., როდესაც ინდივიდი ხდება ცუდად ფიტნეს მოწყობილობის გამოყენების დროს) |
საკვების და გამაგრილებელი სასმელების მომსახურება | მოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნების ხელშეწყობა; დიეტური უპირატესობების გათვალისწინება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; ჯავშნების მართვა; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება თანხმობა, როგორიც არის ინფორმაციის შეგროვება კლიენტის დიეტური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ საკვების შეკვეთის დროს ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის პერსონალიზირებული მომსახურებების უზრუნველყოფა (მაგ., წარსულში არსებულ მოთხოვნებზე დაყრდნობით წითელი ღვინის შემოთავაზება) ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მაგ., როდესაც ერთ-ერთ ჩვენს რესტორანში პირი ცუდად ხდება) |
ბავშვებთან დაკავშირებული მომსახურებები (მშობლებისთვის და კანონიერი მეურვეებისთვის) | მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ძიძის/სასტუმროს ძიძის, ბავშვთა კლუბის, და უმცროსი ასაკის პირებისთვის გოლფის პროგრამების მომსახურებების ხელშეწყობა; ჯავშნების და შეკვეთების ხელშეწყობა; სტუმრის მიერ არჩეული უპირატესობების, მითითებების და მოლოდინების შესაბამისად სასტუმროში დაბინავების მომზადება და კოორდინირება; გადახდების და საბილინგო მომსახურებები; საკვების უზრუნველყოფის მომსახურებები (მაგალითად, სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის ან სპეციალური ფასდაკლებები საუზმეებზე გარკვეული უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის). | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ოთახში მშობლებთან გარკვეული ასაკის ბავშვის ყოფნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გადასახადი ან ფასდაკლება მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა, როგორიც არის ბავშვთა საჭიროებების მოგვარება ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის აკვანის ან ბავშვის ზომის საბანაო ხალათების და სხვა საშუალებების უზრუნველყოფა ბავშვებისთვის ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ბავშვის ცუდად გახდომა ბავშვთა კლუბში მონაწილეობისას |
ერთგულების პროგრამები, ანგარიშები და ურთიერთობის მენეჯმენტი | მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლების რეგისტრაცია ერთგულების და სხვა კლიენტების ანგარიშის პროგრამებში, და ასევე გადახდის ბარათების პროგრამებში; სხვადასხვა პროგრამებისა და დაკავშირებული სერვისების მიმართ შესაბამისობის დადგენა; ერთგულების პროგრამების მართვა; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; ონლაინ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა; გადახდების დამუშავება; წევრთა ინფორმირება პროგრამებში, წესებში და პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ; წევრების მოთხოვნების, საკითხების, საჩივრების მართვა. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ქულების შეფასება და შეღავათების განაწილება თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS) ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა მიერ ქულების მოპოვეპის, მონიტორინგის და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული არჩეული საშუალებების მართვა ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება |
მარკეტინგი, აქციები და კონკურსები | ამ მიზანთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობა, როგორიცაა: კომუნიკაცია იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სტუმრებისთვის; შერჩეულ ვებ – გვერდებზე პროდუქტებისა და მომსახურების პერსონალიზირებული რეკლამირების მიწოდება, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს სეგმენტაციას და პროფილირებას (როგორც ეს ტერმინი განსაზღვრულია GDPR–ში); და მომხმარებელთა თხოვნების, მოთხოვნებისა და საჩივრების დამუშავება. | კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის კონკურსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS) ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის მსგავსი პროდუქციისთვის და სერვისებისთვის რეკლამების უზრუნველყოფა სამართლებრივი ვალდებულები, როგორიც არის ინფორმაციის მართვა შეჯიბრთან დაკავშირებული წესების შესაბამისად |
ჩვენი მიზანია, უკეთ მოგემსახუროთ და დავაკმაყოფილოთ თქვენი მოლოდინები და თქვენთვის მასპინძლობის სასურველი დონე, თქვენს მიერ დაჯავშნის მომენტიდან ობიექტის დატოვებამდე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
მიზანი | მიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერა | სამართლებრივი საფუძვლები |
---|---|---|
იუბილეები | ჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ, გადაიხადოთ ნებისმიერი განსაკუთრებული მნიშვნელობის იუბილე ან დაბადების დღე. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ აღნიშნული თარიღები, რათა შევძლოთ გადაგცეთ დაბადების დღის ან იუბილის საჩუქარი. | თანხმობა, სადაც შეესაბამება. |
აქტივობის ტიპი და ჰობი (როგორიცაა, გამგზავრება სანაპიროზე, ძიძის სერვისი, ფიტნესი, მონაცემები მოგზაურობისა და ტრანსპორტირების შესახებ, ბავშვთა კლუბის თეატრი, რესტორნები ა.შ.) | ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ თქვენთვის უზრუნველვყოფთ ისეთ სერვისებს, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები იმ აქტივობების სახეობათა შესახებ, რომელშიც მოგწონთ მონაწილეობა, რათა მომავალში ჩვენთან დარჩენისას შემოგთავაზოთ მსგავსი გამოცდილებები. | თანხმობა, სადაც შეესაბამება. |
კავშირები (ქმარი, ცოლი, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ა.შ.) | ვაცნობიერებთ, რომ თქვენი უპირატესობები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვისთან მოგზაურობთ (მაგალითისთვის, უპირატესობის მინიჭება ოთახის ტიპზე). ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი კავშირების შესახებ ჩანაწერები, რაც დაგვეხმარება გავხადოთ თქვენი Marriott-ში ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული. მაგალითისთვის, თუ გვეცოდინება, რომ მოგზაურობთ მცირე ასაკის ბავშვებთან, ჩვენ პროაქტიულად დავგეგმავთ დამატებით დაბინავების საშუალებებს, როგორიც არის აკვანი ან მგორავი ლოგინი. | ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი. თანხმობა, სადაც შეესაბამება. |
უპირატესობები საკუთრებებისთვის, კლუბებისთვის და ობიექტებისთვის. | ჩვენთან დარჩენისას, ჩვენი სურვილია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი უზრუნველყოფა ისეთი სერვისებით, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები დაკავშირებული ჩვენს საკუთრებებთან, კლუბებთან და ობიექტებთან, რაც დამყარებულია თქვენს წინა უპირატესობებზე დაკავშირებულს ბავშვთა კლუბებთან, ძიძის სერვისებთან, სპასთან და სილამაზის სერვისებთან, გოლფთან, და რესტორნებთან და ფიტნესს საშუალებებთან. | ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი. თანხმობა, სადაც შეესაბამება. |
დიეტური უპირატესობები | ჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ თქვენს უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში და თქვენთვის სერვისების უზრუნველყოფაში, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ თქვენს მიერ მინიჭებული უპირატესობები საკვებზე ან გამაგრილებელ სასმელებზე, რათა მზად ვიყოთ თქვენი მოთხოვნისთვის ოთახში მომსახურებაზე ან თუ გადაწყვეტთ, ისადილოთ ერთ-ერთ ჩვენს კაფეში ან რესტორანში. | ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი. თანხმობა, სადაც შეესაბამება. |
Marriott-ში გვჯერა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ინფორმაციას და ქვემოთ მოცემულ არჩევანს, რათა გამოხატოთ თქვენი უპირატესობები: რას და რა ოდენობით აზიარებთ ჩვენთან და როდის და როგორ დაგიკავშირდეთ.
კომუნიკაცია და უპირატესობები
მზა ჩანაწერები და სხვა მონაცემები
ქუქი ფაილებთან და სხვა მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ მოცემული განყოფილება ქუქისს და სხვა მონაცემთა ქუქი ფაილების და სხვა მონაცემების შესახებ.
როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება
როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთან გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (იმდენად, რამდენადაც ეს თქვენთვის არის დაშვებული კანონით), გთხოვთ მოინახულოთ ჩვენი ინდივიდუალური უფლებების პორტალი და შეავსოთ ეს ფორმა . ჩვენს ფორმასთან ან პროცესებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე privacy@marriott.com. გთხოვთ ასევე იხილეთ, დაგვიკავშირდით.
თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ერთგულების ანგარიშის ნომერთან, რომელსაც თქვენ აიდინტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება გარკვეული მოთხოვნების შესრულებამდე. კანონით დასაშვებ ფარგლებში ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ სათანადო გადასახადი, რათა დავფაროთ თქვენი მოთხოვნის პასუხთან დაკავშირებული ხარჯები.
Marriott-ი აცნობიერებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალობას და შეეცდება, დაიცვას თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის ფარგლებში.
თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა კონკრეტულ ქმედებებთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია ქვემოთ ნაწილში „დაგვიკავშირდით“.
Marriott Group-ის არაწევრი უწყებები
წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ არ არის მიმართული და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონფიდენციალობაზე, მონაცემებსა ან სხვა პრაქტიკებზე, Marriott Group-ის გარე უწყებებზე, მათ შორის ფრანშიზებზე, მფლობელებზე, ავტორიზებულ ლიცენზიატებზე, სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებსა ან ნებისმიერ მესამე მხარეზე, რომლებიც ოპერირებენ ნებისმიერ საიტს ან სერვისს, დაკავშირებული გადახდის მომსახურებასთან, ერთგულების პროგრამასთან ან ვებ-გვერდთან, რომელიც ჩვენი საკუთრებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პროვაიდერების მიმღებ გვერდზეა. ბმულის ჩართვა ონლაინ სერვისებზე ჩვენი მხრიდან არ გულისხმობს მიბმული ვებ-გვერდის ან სერვისის გამოყენების მხარდაჭერას. ჩვენ ზოგადად არ გვაქვს კონტროლი, და არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე მხარის მიერ თქვენ შესახებ მოპოვებულ, გამოყენებულ თუ გამჟღავნებულ პერსონალურ მონაცემებზე.
ამის გარდა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ორგანიზაციების მიერ მონაცემთა შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე, ან უსაფრთხოების პოლიტიკასა ან პრაქტიკაზე, როგორებიცაა Facebook, Apple, Google, Microsoft, RIM ან სხვა ნებისმიერი აპლიკაციის დეველოპერი, აპლიკაციის პროვაიდერი, სოციალური ქსელის პლატფორმის პროვაიდერი, ოპერაციული სისტემის პროვაიდერი, უკაბელო სერვისის პროვაიდერი ან მოწყობილობის მწარმოებელი, მათ შორის ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ უზიარებთ სხვა ორგანიზაციებს აპლიკაციების ან ჩვენი სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით.
უსაფრთხოება
ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ გონივრული ორგანიზაციული, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომები პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ არის 100%-ით გარანტირებული, რომ იქნება უსაფრთხო. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო (მაგალითად, თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება კომპრომეტირებულია), გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ „დაგვიკავშირდით“-ის ქვემოთ არსებული განყოფილების მიხედვით.
შენარჩუნება
ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განაცხადებაში აღწერილი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხანგრძლივი შენარჩუნების პერიოდი, სავალდებულო ან ნებადართულია კანონით.
კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი შენარჩუნების პერიოდების დასადგენად, მოიცავს:
სენსიტიური მონაცემები
კონკრეტული მოთხოვნების გარდა, გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ, არ გაგვიმხილოთ, სერვისების საშუალებით ან უშუალოდ ჩვენ, ნებისმიერი სენსიტიური პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სოციალური უსაფრთხოების ნომერი, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, პასპორტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი; საკრედიტო და სადებეტო ბარათის მონაცემები ან ფინანსური ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი პაროლით ან პაროლის გარეშე, რომელიც ანგარიშზე წვდომას , საკრედიტო ისტორია; ან ინფორმაცია რასობრივი კუთვნილების შესახებ, რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, სქესობრივი ცხოვრება ან პრაქტიკა ან სექსუალური ორიენტაცია, სამედიცინო ან ჯანმთელობის შესახებ ინფორმაცია, გენეტიკური ან ბიომეტრიული ინფორმაცია, ბიომეტრიკა, პოლიტიკური ან ფილოსოფიური შეხედულებები, პოლიტიკური ან სავაჭრო გაერთიანებაში წევრობა, ინფორმაცია წარსულის შესახებ, სასამართლო ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა კრიმინალური წარსულის ჩანაწერები, ან ინფორმაცია ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების და სანქციების შესახებ).
არასრულწლოვანთა მიერ სერვისების გამოყენება
მომსახურება არ არის განკუთვნილი თექვსმეტ (16) წლამდე ასაკის პირებისათვის და ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ არ წარმოადგინონ პერსონალური მონაცემები სერვისების მეშვეობით.
ტრანსფერი საზღვრის კვეთით
Marriott Group არის გლობალური ორგანიზაცია და გლობალურ სერვისებს გთავაზობთ. მონაცემების გაზიარება საზღვრის კვეთით არსებითია სერვისებისთვის, რათა თქვენ მიიღოთ ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შედეგად, კანონის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც მოვაგროვეთ სერვისებთან დაკავშირებით, გავაგზავნით იმ ქვეყნების ორგანიზაციებთან, სადაც მონაცემთა დაცვის სტანდარტები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყანის სტანდარტებისაგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. Marriott Group-ის ბრენდირებული ობიექტების სტუმრობის ან მათში დარჩენის, ჯავშნის გაკეთების, Marriott Group-ის ბრენდირებული მომსახურებით სარგებლობისას, აცნობიერებთ, რომ თქვენს პერსონალურს მონაცემებს გადავცემთ გლობალურად.
გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან უსაფრთხოების სხვა ორგანოებს იმ სხვა ქვეყნებში ექნებათ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის უფლება.
ზოგიერთი ევროპის ეკონომიკური ზონის არაწევრი ქვეყანა, ევროკომისიის მიერ აღიარებულია, როგორც მონაცემთა დაცვის, ევროპის ეკონომიკური ზონის სტანდარტის, ადეკევატური დონის მქონე (ამ ქვეყნების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია აქ) .
კონფიდენციალობის დაცვის დამოწმება
Marriott International, Inc. –მა და მისმა ზოგიერთმა აშშ–ს შვილობილმა კომპანიებმა ადრე მიიღეს ევროკავშირი-აშშ-ს და შვეიცარია-აშშ-ს კონფიდენციალურობის დაცვის სერტიფიკატი , 2020 წლის 16 ივლისამდე EEA, შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში გადაცემული პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და შენარჩუნების შესახებ. ჩვენი სერტიფიკატები შესაძლებელია მოიძიოთ: www.privacyshield.gov/list
. კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.privacyshield.gov
. გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავცეთ მონაცემები სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების გაფორმების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენი პრეტენზიების მართვის პრაქტიკასთან და კონტაქტებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ ჩვენს ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის სტუმრების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.. იმის გამო, რომ თქვენთან ელ-ფოსტით კომუნიკაცია ყოველთვის ვერ იქნება დაცული, გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ ინფორმაცია საკრედიტო ბარათზე ან სენსიტიური მონაცემები.
განახლებები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში.
წარწერა „ბოლოს განახლებული“ ამ გვერდის თავზე მიუთითებს, თუ როდის მოხდა წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების განახლება. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ შესწორებულ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებას ონლაინ სერვისებზე. თუ თქვენ გსურთ გადახედოთ ამ ცვლილების შემდეგ სერვისების გამოყენების დებულებას, რომელიც ძალაში შევიდა შესწორებისთანავე, გთხოვთ დაუკავშირდით privacy@marriott.com.
ამ კონფიდენციალობის განცხადებასთან დაკავშირებული შეკითხვებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით privacy@marriott.com, ან ფოსტით, მისამართზე:
Marriott International, Inc.
Global Compliance, Privacy
10400 Fernwood Road
Bethesda, MD 20817
ამერიკის შეერთებული შტატები
Marriott Hotels Limited
Global Compliance
Barnard’s Inn
86 Fetter Lane
ლონდონი EC4A 1EN
გაერთიანებული სამეფო
დამატებითი ინფორმაცია
მონაცემთა მაკონტროლებელი
Marriott Group მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებელი თავიანთ მფლობელებთან და ფრანშიზებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ ქვემოთ აღწერილის შესაბამისად:
მფლობელები: გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო, რომელიც დაჯავშნილია თქვენი დაბინავებისთვის, შეიძლება არ ეკუთვნოდეს Marriott Group-ს, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების მფლობელებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, რათა დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერების ანგარიშგება.
ფრანშიზები: აგრეთვე, ზოგი Marriott ბრენდირებული სასტუმროს ფლობა და ოპერირება ხდება Marriott Group-თან დადებულ ფრანშიზული ხელშეკრულების ფარგლებში. ამგვარად, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს მხოლოდ Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების ფრანშიზებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. ფრანშიზებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, რათა შეძლონ სასტუმროებში თქვენი დაბინავების მართვა და კოორდინირება, და დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერების ანგარიშგება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ: